ამბები

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Avatar
T:555 000 289

 
ვერძი - დღეს სიფრთხილე გმართებთ, შესაძლებელია გამომჟღავნდეს წარსულში წარმატებით დაფარული შეცდომა ან არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ავრცელებდით, რაც შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ რომ დღეს იზრდება კონფლიქტების ალბათობა, რომელთა თავიდან აცილება მოთმინების წყალობით შეგეძლებათ.


ლომი - დღეს საუკეთესო დღეა დასასვენებლად, შეეცადეთ საღამო სასიამოვნო ატმოსფეროში გაატაროთ. მეგობრებთან ერთად კლუბში, დისკოთეკაზე წადით, ოღონდ სპირტიან სასმელს მოერიდეთ.


მშვილდოსანი - დღეს ყურადღებით მიუდექით დანახარჯებს, შეეცადეთ სანამ რამეს შეიძენთ აწონ-დაწონოთ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იგი თქვენთვის, იქნებ მისი მოძებნა სხვაგან ღირდეს უფრო იაფად. აგრეთვე ყურადღებით იყავით, რომ დაზიანებული, დაბრაკული ნივთი არ შეიძინოთ.


კურო - დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ საყიდლებზე სიარულს, დიდია ალბათობა შეიძინოთ საჭირო და ლამაზი ნივთები გარკვეული ფასდაკლებით, აგრეთვე შესაძლებელია გახდეთ აქციის მონაწილე,რომელიც მოგებას მოგიტანთ.


ქალწული - დღეს მოგიწევთ ყველა საქმის გადადება, რადგან პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. უმჯობესია მთელი დღე დაუთმოთ საყვარელ ადამიანს,რაც საღამოსთვის დადებით ემოციებს გპირდებათ.


თხის რქა - დღეს წარმატება გელით ნებისმიერ წამოწყებაში, აგრეთვე ტრიუმფით დამთავრდება თქვენს მიერ ადრე დაწყებული საქმეები. ეს დღე დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. დღის ბოლოს შესაძლებელია კონფლიქტი, რომლის თავიდან არიდებასაც შესძლებთ თუ მცირეოდენ მოთბინებას და ტაქტს გამოიჩენთ.


ტყუპები - დღეს თქვენთვის პოზიტიური დღეა, სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი მოვლენები გელით. დღეს მოსალოდნელია ძვირადღირებული საჩუქრის ან დიდი ფულადი თანხის მიღება. კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად.


სასწორი - დღეს არ ღირს ურთიერთობების გარკვევა. შეეცადეთ კონფლიქტი დასაწყისშივე ჩააქროთ,თუნდაც ამისთვის სხვისი აზრის გაზიარება დაგჭირდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ამ შემთხვევაში თქვენ თავს აარიდებთ ზედმეტ პრობლემებს და მოგებულიც კი დარჩებით. ვარსვლავები გაფრთხილებენ , რომ დღეს შესაძლებელია ფული დაკარგოთ. ყურადღებით იყავით.


მერწყული - დღეს შესაძლებელია ერთი შეხედვით მომგებიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. მხარდაჭერისთვის ნათესავებსა და მეგობრებს მიმართეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ დღეს სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან.


კირჩხიბი - დღეს მოულოდნელად გეწვევათ ინტერიერის შეცვლის მოთხოვნილება, რაც რა თქმა უნდა ყველას არ მოეწონება, ამიტომ ფრთხილად მიუდექით რადიკალურ ცვლილებებს.


მორიელი - დღეს გირჩევთ უფრო გამბედავი იყოთ, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე საქმეებში. გამოიჩინეთ ცოტაოდენი მოთბინება და სულ მალე მოსალოდნელია დიდი ფულადი მოგება მიიღოთ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. იყავით თამამი, გადამეტებული მორიდება მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ.


თევზები - დღევანდელი დღის გატარება მიზანშეწონილია ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. გული ნუ დაგწყდებათ თუ ხმაურიან ღონისძიებაზე მოხვედრას ვერ მოახერხებთ, და მთელი დღის ოჯახთან გატარება მოგიწევთ. ვარსკვლავები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია თუკი საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com