ამბები

როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად- ფსიქოლოგის რჩევები


ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ურთიერთობის როგორც დადებით ასპექტებს, როგორიცაა მოწონება, შექება, წახალისება, ასევე - უარყოფითსაც: საყვედური, აკრძალვა, დასჯა. წახალისება და დასჯა აღმზრდელობითი პროცესის ერთგვარი ბერკეტებია. 
როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად - თქვენს კითხვებს ფსიქოლოგი პასუხობს.

მკითხველი:
თუ ბავშვი კომპლექსიანია, დავაძალოთ თუ არა ხალხთან ურთიერთობა?
-თუ ბავშვი კომპლექსიანია, ეს ემართებატ ისეთი მშობლების შვილებს, ვინც უფრო გახსნილია. დიდი ალბატობით, ბავშვობაში თვითონაც მორცხვები იყვნენ. ხელოვნურად ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.  ზოგადი შეფასებით ითვლება, რომ ბავშვის მორცხვობა დაკავშირებულია მის დაბალ თვითშეფასებასთან, რასაც იწვევს მშობლის არასაკმარისი სითბო. არასაკმარისი შექება. არასაკმარისი პატივისცემა. ამიტომ ძალინ ბევრი ფაქტორი დგას ამის უკან.  ბავშვი არის სახე იმ ურთიერთობების რასაც თქვენ ასწავლით ბავშვს და აჩვენებთ. სანამ ბავშვს მოქცევისთვის მოვთხოვთ პასუხს, კითხვები დავსვატ, რა ხდება მშობლებთან.

მკითხველი:
ჩემი გოგონა თავისი სათამაშოებით არავის ათამაშებს. როგორ მოვიქცე, რომ ეს გადავაჩვიოთ?
-
ბავშვს აქვს საკუთარი პირადი სივრცის, პირადი ნივთების ქონის მოთხოვნილება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სათამაშოს წართმევა. ხშირად სევხვედრივართ ასეთ სიტუაციას, რომ ეუბნებიან: შენ ხომ ბევრი გაქვს, მოდო სხვას ვათხოვოთ, მოდი მივცეთ... თუ ბავშვს არ უნდა ამის გაკეთება, ძალით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამიტომ აცადეთ. ან აღზარდეთ ისე, რომ თავისი სურვილით აკეთოს, სხვა შემთხვევაში ძალით ნუ ცდილობთ სათამაშოს წართმევას. 

მკითხველი:
რა დროს უნდა უთმობდნენ ბავშვები ანიმაციური ფილმების ყურებას?
-პირდაპირ რეკომენდაციის მიღება რა თქმა უნდა ძალინ რთულია, მაგრამ თუ 2 წლის ბავშვისთვის საკმარისია 15 წუთი, 10 წლის ბავშვს 1-2 საათი უფლება უნდა მივცეთ. გარდა იმისა, რომ ეს არის დასვენების საშუალება, არის უზარმაზარი ინფორმაციის წყარო.

მკითხველი:
საბავშვო ბაღში დატოვებისას ბავშვს ისტერიკა ემართება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე ?
-თუ ატყობთ, რომ ბავშვს აქვს განსაკუთრებულად გამოხატული ისტერიკა, ან ბაღს ვუცვლით, ან ვარკვევთ რა ხდება და თუ არაფერი არ შველის, უბრალოდ არ უნდა ატაროთ ბავშვი ბაღში. მოვიცადოთ და მერე მივიყვანოთ, ცოტა მოგვიანებით.

მკითხველი: 
თუ ბავშვი ჩხუბობს და სათამაშოებს ისვრის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს?
-
ბავშვს არ სიამოვნებს ის მდგომარეობა, რაც იმ მომენტში არის. მისთვის დისკომფორტია ის კონკრეტული სიტუაცია. ეს ზალიან ზოგადია. უფრო კონკრეტული კითხვა უნდა დასვას მშობელმა. (რა მოხდა, რა სიტუაცია იყო, რასთან არის დაკავშირებული მისი ეს აგრესია, ყოველთვის აგრესიულია, თუ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში), ანუ კითხვები დავსავთ და გამოვიძიოთ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

მკითხველი: 
ბავშვი ხატვის დროს იყენებს ძალიან მუქ ფერებს. მივაქციოთ თუ არა ყურადღება ამ ფაქტს?

-არის კონკრეტული ასაკი, სადღაც 4 წლისთვის, როდესაც ნორმაა შავი ფანქრების და მუქი კონტურების გამოყენება. დანარჩენ პერიოდებში, როგორც წესი ბავშვი მუქ ფერებს ნაკლებად იყენებს. თუ ამჩნევთ, რომ ხშირად მუქ ფერებს ხმარობს და დიდხანს გრძელდება ეს პერიოდი, ამ დროს ბავშვი დათრგუნულია, შეცვლილია, ძილი აქვს არეული, მადა აქვს გაფუჭებული, მაშინ რა თქმა უნდა კითხვები უნდა დავუსვათ და სპეციალისტის დახმარება აუცილებელია.

წყარო: ambebi.geскачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]