ამბები

ექიმებმა გულისთვის ყველაზე საშიში სასმელი დაასახელეს



სტელენბოსკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საკმარისია დღეში 2 ქილა გაზიანი სასმელის მიღება და თქვენ გულის დაავადებებისა და ინსულტის პოტენციური მსხვერპლი ხდებით. 

გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს - სწორედ ამაშია ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე, რომელიც მის მოხმარებას უკავშირდება.

მკვლევრებმა ჩაატარეს გამოცდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 10 კვირის მანძილზე გაზიანი სასმელის რეგულარული მიღების შემდეგ, ორგანიზმში უკვე შესამჩნევი ხდება უარყოფითი ცვლილებები.

"ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს გაექცნენ, როცა გაზიანი სასმელების დიეტურ ვერსიებს მიმართავენ, მაგრამ დამტკიცდა, რომ ამ სასმელში შემცველი ხელოვნური დამატკბობელი ასევე დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას" - განმარტეს კვლევის ავტორებმა.

წყარო: reitingi.geскачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]