ამბები

"ენერგო-პრო ჯორჯია" გუმათჰესის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე განცხადებას ავრცელებს


"ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის" ინფორმაციით, იმერეთში, სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის" კუთვნილ გუმათის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძარი 31.5 მვა ძალოვან ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

"გუმათის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს მცირე ხნით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა დროულად განახორციელა გადართვა ალტერნატიულ ხაზზე და აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენა. გუმათჰესი 2 არის 22.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური", - ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]