ამბები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა. 

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისქბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში. 

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება. 

ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში. 
скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]