ამბები

“გამოგონება, რომელსაც დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია”

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები სოფელ სააკაძეში, გამომგონებელ სოსო ნარჩემაშვილის მიერ გამოგონებული და დაპატენტებული წყალსაქაჩი აგრეგატის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.
გამოგონება- მექანიკური წყალსაქაჩი ტუმბო ჰიდრავრიკული დარტყმის პრინციპით, 24 საათის მანძილზე ადამიანური რესურსის გარეშე მუშაობს. არ საჭიროებს ელექტროენერგიას და საწვავს. ტუმბოს წყლის აქაჩვა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე შეუძლია, რაც მთაგორიან სოფლებს წყლის მიწოდების პრობლემებს მოუხსნის. როგორც თავად გამომგონებელი ამბობს, მის გამოგონებას ანალოგი მსოფლიოში არ ააქვს. ჰიდრავლიკური საქაჩის წარმადობა დღე-ღამეში 180-200-დან 5 400 ტონამდეა, მაშინ, როდესაც ელექტროძრავაზე მომუშავე ტუმბოებს დღე-ღამეში მაქსიმუმ 3 ათას ტონამდე წყლის გადაქაჩვა შეუძლია. 
 
 
ელა სამხარაული: „რაც ვნახეთ, ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამოგონება, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა იამაყოს. ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე შესაძლებელია გარკვეულ სიმაღლეზე წყლის გადაცემა. შესაბამისად, ეს დანადგარი შეიძლება დაინერგოს როგორც სამელიორაციო სისტემებში, ასევე სასმელი წყლის მოხმარების შემთხვევაში, ბუნების დაცვის და სხვა მიმართულებით... ვფიქრობ, პროექტი სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად მხარდაჭერილი უნდა იყოს".

მისივე თქმით, საზოგადოება ამ სიახლის ირგვლივ ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან შეძლოს იაფად, დანახარჯების გარეშე თანაბრად გაიუმჯობესოს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები. 
გამოგონებას რომ მხარდაჭერა და პოპულარიზაცია სჭირდება, ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დავით ლორთქიფანიძემ და ომარ ნიშნიანიძემაც განაცხადეს. პარლამენტართა აზრით, იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით მდინარეა, სახნავ-სათესი მიწის დიდი ფართობებია დარჩენილი სარწყავი წყლის გარეშე, იმ სიახლის დანერგვას, რომელიც ეკონომიკურად საკმაოდ მომგებიანი ჩანს, სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა სჭირდება. 
კომიტეტი, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს გამოგონების პრაქტიკაში დასანერგად შუამდგომლობით მიმართავს.
 
 

скачать dle 12.0

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]