მე-10 მოწვევის პარლამენტში შესული “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესოა რას ფიქრობს არჩილ თალაკვაძე “ქამრების შემოჭერაზე”. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიშის წარდგენა აქვს.
“ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას, მათ შორის პარლამენტსაც ქამრები. ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი, ღატაკი ქვეყნის მთავრობა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მოხსენებას მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც ესწრებიან.